სკოლის შესახებ

ჩვენი საერთაშორისო ონლაინ სკოლა „Bingo“ იწვევს ბავშვებს და მოზარდებს მთელი მსოფლიოდან ჩვენთან სასწავლებლად. უცხო ენებისა და სხვა სასწავლო საგნების ფართო სპექტრის შეთავაზების გარდა, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორენოვანი ბავშვების სწავლებას.

ორენოვანი და არაორენოვანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის უცხო ენის სწავლების მეთოდოლოგია სრულიად სხვადასხვაა. მიზეზი ის არის, რომ, მართალია, ორენოვნები კარგად ფლობენ ორივე მშობლიურ ენას (მათ ამ შემთხვევაში უცხო ენებად ვერ მივიჩნევთ). თუმცა, მათი ენების ფლობის დონე ვერ შეედრება ერთენოვანი თანატოლების ენობრივ დონეს. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ორენოვანი ბავშვები და მოზარდები ვერ იყენებენ თავიანთ ენას სოციალურ გარემოში და განათლებასაც სხვა ენაზე იღებენ. სწორედ ამიტომ მათი ლექსიკა შემოიფარგლება ყოველდღიური თემებით და ყველაზე მეტად უჭირთ წერა. ორენოვნებისთვის ენის გაკვეთილები მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ლექსიკის გამდიდრებას სხვადასხვა სფეროში, შესაძლო ხარვეზების გამოსწორებას, ასევე, სათანადო ყურადღების გამახვილებას სამიზნე ენის ენობრივ და შესაბამისი ქვეყნის კულტურულ კომპონენტებზე. როგორებიცაა: ამ ქვეყნის რეალიები, გეოგრაფია, ისტორია, ლიტერატურა და ხელოვნება. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ორენოვნებისთვის მეორე მშობლიური ენის ათვისების მთავარი ელემენტია მოტივაცია. ისინი ხომ ხშირად კარგავენ მოტივაციას ენისა და კულტურის მიმართ, რადგან იმყოფებიან ისეთ გარემოში, სადაც მათ მეორე მშობლიურ ენაზე არ საუბრობენ. ენის გაკვეთილები ორენოვნებისთვის მიზნად ისახავს მათი ენისა და კულტურის მიმართ მოტივაციის შენარჩუნებას, კულტურათაშორისი კომუნიკაციის ხელშეწყობას და ბავშვებისა და მოზარდების ინტერესებისა და ჰობიების განვითარებას.

ონლაინ სკოლა „ბინგო“ არის გამოცდილი პროფესიონალი მასწავლებლების მეგობრული კოლექტივი, რომლებსაც გააჩნიათ პედაგოგიური განათლება და ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ. ჩვენი მასწავლებლები ქმნიან მასალებს სპეციალურად ორენოვანი მოსწავლეებითვის რომ გაუმდიდრონ ლექსიკა, გაუსწორონ აქცენტი, შეუვსონ ლექსიკური თუ გრამატიკული ხარვეზები და შეუნარჩუნონ მოტივაცია, რასაც ისინი ახერხებენ ენისა კულტურის გაკვეთილებით და კულტურათაშორისი კომუნიკაციით.

ლექსიკის გასამდიდრებლად და გასააქტიურებლად და ენის შესწავლისას მაღალი მოტივაციის შესანარჩუნებლად გთავაზობთ რამდენიმე საგნისა და სხვადასხვა ენების გაკვეთილებს, რადგანაც ამგვარად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ბავშვების ინტერესებსა და ჰობიებზე, როგორც ორენოვანი, ისე უცხო ენის შემსწავლელი ბავშვების შემთხვევაში.

„ბინგო“ არის უცხო ენების საერთაშორისო ონლაინ სკოლის Language Life-ის ფილიალი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში უცხო ენების შემსწავლელი მოზრდილებისა და ბავშვებისთვის ონლაინ სწავლებაში. ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენების შესწავლაში! ჩვენი გაკვეთილებით გთავაზობთ მაღალი ხარისხის სწავლებას გონივრულ ფასად.

ჩვენს სკოლაში მუდმივად ვქმნით ახალ და საინტერესო კურსებს ბავშვებისთვის, რომლებიც სხვადასხვა დონეზე ფლობენ სხვადასხვა ენებს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ ჩვენი სტუდენტებისა და მათი მშობლების მიზნები და დავაკმაყოფილოთ მათი საჭიროებები. გარდა ამისა, ჩვენ ვამზადებთ სპეციალურ კურსებს და ცალკეულ გაკვეთილებს თქვენი ინდივიდუალური ინტერესების შესაბამისად.

ჩვენს კურსებზე ვიყენებთ სწავლების თანამედროვე მეთოდებს, უახლეს ტექნოლოგიებს და აუდიო/ვიდეო რესურსებს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუდენტებს გამოვამუშავებინოთ დამოუკიდებელი სწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და მივცეთ მოტივაცია.

ჩვენ ვიღებთ 7-დან 17 წლამდე ასაკის მოსწავლეებს. თუ თქვენი შვილი არ მიეკუთვნება ამ ასაკობრივ კატეგორიას და გსურთ დაარეგისტრიროთ, მაინც შეიძლება მივიღოთ, ოღონდ ამას წყვეტს მასწავლებელი.

მოგვმართეთ