უფასო საცდელი გაკვეთილი

თქვენი პირველი გაკვეთილი ითვლება საცდელ გაკვეთილად და არის აბსოლუტურად უფასო *.

ეს გაკვეთილი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე და ინსტრუქტორი პირველად ხვდებიან და იცნობენ ერთმანეთს, ამოწმებენ ეწყობიან თუ არა, ასევე განიხილავენ თუ რა მიზნები და სირთულეები აქვს მოსწავლეს. ამ გაკვეთილის განმავლობაში ინსტრუქტორს ექნება შესაძლებლობა განსაზღვროს მოსწავლის დონეც.

უფასო საცდელი გაკვეთილი გრძელდება 30 წუთი და ამაში შედის შემდეგი:

  • მისალმება და მოკლე საუბარი;
  • მასწავლებლის კითხვები მოსწავლის დონის შესახებ;
  • კითხვები, რომლებიც მოსწავლეს აქვს მასწავლებლის განათლებისა და გამოცდილების შესახებ;
  • მოკლე ტექსტი, რომელიც გამოიყენება მოსწავლის ძირითადი ენობრივი უნარების, მათ შორის გრამატიკის, კითხვის, საუბრის, მოსმენის და წერის შესაფასებლად;
  • სასწავლო მასალის შერჩევა (რომელიც გაეგზავნება სტუდენტს ელექტრონული ფორმით);
  • საშინაო დავალება.

უფასო საცდელი გაკვეთილი გარანტირებულია ყველა სტუდენტისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი გაკვეთილის მიღება სურს (ერთის თუ ათის). ეს ნიშნავს, რომ თუ დარეგისტრირდებით ერთ გაკვეთილზე, მიიღებთ ორს: ერთ უფასოს და მეორე ფასიანს!

* არ მოიცავს სესიებს, რომლებიც გამოიყენება შეფასებისთვის, ტესტირებისთვის ან ორენოვანი ბავშვების მშობლებთან ინდივიდუალური კონსულტაციისთვის.

მოგვმართეთ