კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 06/08/2022

საერთაშორისო ონლაინ სკოლა „ბინგო“ (“ჩვენ” ან “ჩვენი”) მოდის დომენის სახელიდან https://bingoschoolkids.com/. ამ გვერდზე თქვენ იხილავთ ჩვენს პოლიტიკას საიტზე მომხმარებლებისგან.მიღებული პერსონალური მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და გაზიარების შესახებ.

ჩვენი საიტის მიზანია ორენოვანი ბავშვებისთვის რუსული ენისა და სხვა საგნების კურსების შეთავაზება. საიტის გამოყენება გულისხმობს ფორმების შევსებას, რომლებიც აუცილებელია სკოლაში სწავლისთვის. ამით თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას და გამოყენებას, როგორც ეს განსაზღვრულია ამ პოლიტიკაში.

პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება

ჩვენს საიტზე ფორმების შევსებისას, მოგეთხოვებათ, რომ მოგვაწოდოთ გარკვეული პერსონალური ინფორმაცია. ის გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ მიზნით, რომ მოგაწოდოთ ჩვენი სერვისები და მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება ჩვენი საიტის შემდგომი გამოყენების შემთხვევაში. ფორმების შევსების შემდეგ, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციას ჩვენ არ ვუზიარებთ სხვა მომხმარებლებს და არ გადავცემთ მესამე მხარეებს.

მომხმარებლის მონაცემები

ბევრი სხვა ოპერატორის მსგავსად, ჩვენც ვაგროვებთ გარკვეულ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც თქვენი ბრაუზერი აგზავნის ყოველ ჯერზე, როცა ჩვენს საიტს ეწვევით („მომხმარებლის მონაცემები“).

ეს მონაცემები შეიძლება შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი („IP მისამართი“), ბრაუზერის ტიპი, ბრაუზერის ვერსია, ჩვენს საიტზე მონახულებული გვერდები, ვიზიტის დრო, ამ გვერდებზე გატარებული დროის ხანგრძლივობა და სხვა სტატისტიკა.
გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-სა და Yandex Metrika-ს, რომლებიც აგროვებენ, აფიქსირებენ და აანალიზებენ ჩვენი საიტის გამოყენების სტატისტიკას.

ამ სერვისების მიერ შეგროვებული ყველა ინფორმაცია და მომხმარებლის სხვა მონაცემები გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციონირების გაუმჯობესებისთვის.

გამომწერთა სია

თუ თქვენ ხართ ჩვენს გამომწერთა სიაში, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენი ელფოსტის მისამართს თქვენთვის ინფორმაციისა და განახლებების გამოსაგზავნად. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ გამოწერა შეტყობინების ტექსტში „გამოწერის გაუქმებაზე“ დაწკაპუნებით.

ქუქი-ფაილები ანუ „მზა ჩანაწერები“

ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ფაილები, რომლებიც არ გამოიყენება პირადი ინფორმაციის დასადგენად. როცა ჩვენს ვებგვერდზე შემოდიხართ, ქუქი-ფაილები იგზავნება ჩვენი ვებსაიტიდან თქვენს ბრაუზერში და ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე.

ბევრი საიტის მსგავსად, ჩვენ ვიყენებთ ამ ფაილებს ინფორმაციის შესაგროვებლად. თქვენი ბრაუზერის პარამეტრებში შეგიძლიათ აირჩიოთ რომ არ მიიღოთ ქუქი-ფაილები ან მიიღოთ შეტყობინება, როცა მათ გიგზავნიან, მაგრამ თუ არ მიიღებთ მათ, ვერ შეძლებთ ჩვენი საიტის გარკვეული ნაწილების ნახვას.

უსაფრთხოება

თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტში ინფორმაციის გაგზავნის ან შენახვის არც ერთი მეთოდი არ არის 100%-ით უსაფრთხო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ გამოვიყენოთ ყველა პრაქტიკული საშუალება თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად, უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტია არ არსებობს.

ცვლილებები კონფიდენციალურობის პოლიტიკაში

კონფიდენციალურობის ამჟამინდელი პოლიტიკა ამოქმედდა 22.09.2018-დან და ამ ფორმით მოქმედი იქნება მასში რაიმე ცვლილების შეტანამდე, რომელიც ძალაში შევა ამ გვერდზე მის გამოქვეყნებისთანავე.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას განვაახლოთ ან შევცვალოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა ნებისმიერ დროს, თქვენ კი პერიოდულად უნდა შეამოწმოთ ის. ჩვენი სერვისებით ნებისმიერი სარგებლობა კონფიდენციალურობის პოლიტიკაში რაიმე ცვლილების შეტანის შემდეგ, როგორც ეს ნაჩვენებია ამ გვერდზე, გულისხმობს, რომ თქვენ გაეცანით ცვლილებებს და თანახმა ხართ დაიცვათ შეცვლილი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

თუ ჩვენ რაიმე არსებით ცვლილებებს შევიტანთ ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ან იმეილით შეგატყობინებთ თქვენ მიერ მითითებულ ელფოსტის მისამართზე, ან განახლებას გამოვაქვეყნებთ ჩვენს ვებსაიტზე.

დაგვიკავშირდით

თუ გაქვთ შეკითხვები კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, პირდაპირ დაგვიკავშირდით.

მოგვმართეთ