ონლაინ კურსები ბავშვებისთვის:

ამბის თხრობის გაკვეთილი

კურსის ტიპი: ამბის თხრობა

ეს გაკვეთილი ორენოვან ბავშვებს საშუალებას აძლევს მოყვნენ სხვადასხვა ჟანრის ისტორიებს, რაც აღვივებს მათ ფანტაზიას, უქმნის მათ შემოქმედებით სივრცეს და აძლევს გამოხატვის თავისუფლებას.

მასწავლებლები ადგენენ მოთხრობის პარამეტრებს, რომლებიც მოიცავს მნიშვნელოვან ენობრივ და/ან კულტურულ კომპონენტებს და აძლევენ ბავშვებს უფლებას თვითონ შექმნან საკუთარი პერსონაჟები და ფაბულა, შეიძლება.ჯგუფურადაც იმუშაონ.

გაკვეთილებზე აქტიურად გამოიყენება ე.წ. ვიმელბუქები და სხვა ვიზუალური მასალები, მოკლე ვიდეოები, თამაშის მეთოდები (ამბის კუბები, ბარათები და ა.შ.).

მოგვმართეთ