იაპონური ენის გაკვეთილები ბავშვებისთვის

პირველი გაკვეთილი უფასოა!

მიიღეთ უფასო საცდელი გაკვეთილი

ისწავლეთ იაპონური სკოლაში “ბინგო”

სკოლა “ბინგო” გთავაზობთ იაპონური ენის ონლაინ გაკვეთილებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად პროფესიონალ ინსტრუქტორებთან, რომლებიც ასწავლიან მშობლიურ ენას და აქვთ ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება.

ჩვენი იაპონური ენის კურსები შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოსწავლეთა ფართო სპექტრის მოთხოვნები. ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს რომ სასწავლო პროცესი სახალისო გავხადოთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შემოთავაზებული კურსებიდან ნებისმიერი ან მოითხოვოთ ისეთი კურსი, რომელიც შეიქმნება სპეციალურად თქვენი საჭიროებებისთვის. ჩვენი გაკვეთილები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სწავლებას ხელმისაწვდომ ფასად.

დაადგინეთ თქვენი იაპონური ენის დონე ჩვენი უფასო ონლაინ ტესტით!

გაიარეთ ჩვენი მასწავლებლების მიერ შექმნილი უფასო ონლაინ ტესტი და გაიგეთ თქვენი იაპონური ენის დონე ტესტის დასრულებისთანავე!

ახლავე სცადეთ

იაპონური ენა ორენოვანი ბავშვებისთვის

ორენოვანი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იაპონური ენის სწავლების მეთოდი ფუნდამენტურად განსხვავდება იმ მიდგომებისგან, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონური ენის, როგორც უცხო ენის სწავლებაში. ორენოვნები უკვე კარგად საუბრობენ მეორე მშობლიურ ენაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ენობრივი დონე ვერ შეედრება მათი ერთენოვანი მშობლიურ ენაზე მოსაუბრე თანატოლების ენობრივ დონეს.

ჩვენი იაპონური ენის გაკვეთილები ორენოვნებისთვის მიზნად ისახავს ლექსიკის გაფართოებას სხვადასხვა სფეროში და მოსწავლეთა ცოდნაში ხარვეზების შევსებას, აგრეთვე ისეთი ენობრივი და კულტურული კომპონენტის შეთავაზებას, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მეორე მშობლიური ენის ქვეყნის კულტურის ელემენტებს.

ხშირად, ბილინგვები კარგავენ მოტივაციას სასურველი ენისა და კულტურის მიმართ, რადგან ისინი იმყოფებიან ისეთ გარემოში, სადაც ამ ენაზე არ საუბრობენ. ჩვენი იაპონური ენის გაკვეთილები ორენოვანი ადამიანებისთვის ხელს უწყობს მოტივაციის გაზრდას მეორე მშობლიური ენისა და კულტურის შესასწავლად, ასევე სწავლის და კულტურათაშორისი კომუნიკაციის გაუმჯობესებას, ბავშვებსა და მოზარდებში ინდივიდუალური ინტერესებისა და ჰობიების გაჩენას.

ჩვენი იაპონური ენის კურსები ბავშვებისთვის

ჩვენი იაპონური ენის კურსები შექმნილია ბავშვების მათი ასაკის გათვალისწინებით და მოიცავს მრავალ აქტივობას რომ დაეხმაროს მათ ენის დაუფლებაში.

უცხო ენა მოზარდებისთვის

მოზარდებისთვის განკუთვნილ უცხო ენის კურსში შედის შემდეგი აქტივობები: - კითხვა (ადაპტირებული და არაადაპტირებული წიგნებიდან) - გრამატიკის შესწავლა გამეორებით და სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებით - მოსწავლისთვის საინტერესო მთავარ თემებთან დაკავშირებული ლექსიკის გამოყენება ინდივიდუალური სასწავლო მიზნების გათვალისწინებით - სალაპარაკო ენის პრაქტიკა თანატოლებთან და ტელეკონფერენციებზე

ენის კურსი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის

ეს ენის კურსი მოიცავს კითხვას და წერას, ლექსიკის გამოყენებას და გრამატიკაში ვარჯიშს ყოველდღიურ საკომუნიკაციო სიტუაციებში. ჩვენ ვიმუშავებთ ამ უნარებზე და ენობრივ ასპექტებზე, რომმოსწავლეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ ლაპარაკის, მოსმენის, კითხვისა და წერისას. ჩვენი მასწავლებლები იმისათვის რომ სასწავლო პროცესი სახალისო იყოს, იყენებენ სწავლებას წერილობითი ტექსტებით და მრავალფეროვანი ინტერაქტიული სავარჯიშოებით.

ენის კურსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის

ჩვენი ენის კურსი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის მოიცავს მრავალ აქტივობას, როგორებიცაა: ანბანის გაცნობა, სხვადასხვა თემის ლექსიკის შესწავლა და ენის პრაქტიკა ძირითად საკომუნიკაციო სიტუაციებში. როგორ მივაღწიეთ იმას, რომ ჩვენი გაკვეთილები მარტივი და სახალისოა? ჩვენ შევიმუშავეთ ეს კურსი ისე, რომ ის მოიცავს საინტერესო, კრეატიული აქტივობების მონაცვლეობას, როგორებიცაა: ინტერაქტიული სავარჯიშოები, როლური თამაშები, მეტა-საგნობრივი კომპეტენციები, სიმღერები, ლექსები და ხატვაც კი.
მოგვწერეთ უფასო საცდელი გაკვეთილის მისაღებად

რა გამოგვარჩევს

  • 01.

    გამოცდილი პროფესიონალი მასწავლებლები

  • 02.

    გონივრული ფასები

  • 03.

    გადახდის მოქნილი სისტემა

  • 04.

    კურსების ფართო არჩევანი

  • 05.

    სწავლების მიმართ შემოქმედებითი და ინდივიდუალური მიდგომა

  • 06.

    თანამედროვე მასალები ორენოვანი ბავშვებისთვის

  • 07.

    უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება გაკვეთილებზე

  • 08.

    თქვენი პირველი გაკვეთილი უფასოა

სხვა მასწავლებლები

  • ხათუნა გელაშვილი
    ხათუნა გელაშვილი
    ქართულს, როგორც უცხო ენას
    ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება 2016 ოქტომბრიდან-დღემდე - ონლაინ სკოლა „Language Life”, ქართულის,როგორც უცხო ენის ონლაინ მასწავლებლი 1999 წლიდან - დღემდე წაიკითხეთ მეტი
  • Ritu R.
    Ritu R.
    Hindi language teacher
    – Ameriprise Financial, as an advisor of Asset wealth management in funds team. – Experience of taking workshops of Indian culture წაიკითხეთ მეტი
  • Covadonga L.
    Covadonga L.
    Spanish and English language teacher
    - Teaching Assistant for Spanish as Foreign Language; Technical and linguistic high school lessons; Ministero dell’Istruzione, dell’Università e della Ricerca; October წაიკითხეთ მეტი
  • Iraida S.
    Iraida S.
    Romanian language teacher
    – 2017 - present – Teacher of German, Spanish and Russian Language as Foreign Language in Language сenter SMART(https://centre-smart.com/) offline, წაიკითხეთ მეტი
  • Sara J.
    Sara J.
    Hungarian language teacher
    Teacher of german language in Secondary Grammar School 2018 – present Teacher of russian language in Secondary Grammar School 2021 – წაიკითხეთ მეტი
  • Olga P.
    Olga P.
    Latvian language teacher
    Rijnlands lyceum den haag Latvian language teacher Latvian language and Literature teacher Tallinn European School Eesti tes.edu.ee/et/tallinna-euroopa-kool/ Since 2017 - Teaching Latvian Language and წაიკითხეთ მეტი

Testimonials of our students

მარგარეტი (დიდი ბრიტანეთი)
ემა (აშშ)
ლინდა (ესპანეთი)
ქემალი (გერმანია)
კატარჟინა (დიდი ბრიტანეთი)
ოლენა (აშშ)
მარი (საფრანგეთი)

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ BingoSchool-ის საიტზე ვიპოვეთ ფრანგულის ონლაინ გაკვეთილები ბავშვებისთვის! როგორც მშობლებს, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის სრულყოფილი განათლების მიცემა, რაშიც მეორე ენის სწავლა ერთერთი უმთავრესია. როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათთვის ფრანგული ენა გვესწავლებინა, თავიდან ვნერვიულობდით, გვინდოდა სწორი პლატფორმა და მასწავლებელი გვეპოვა, თუმცა, ნერვიულობამ უცებ გაგვიარა, როდესაც აღმოვაჩინეთ ეს ფანტასტიკური ონლაინ გაკვეთილები ფრანგულ ენაში.
ონლაინ გაკვეთილები საოცრად მოხერხებულია. ძალიან ადვილია მათი შეტანაა ჩვენი ოჯახის დატვირთულ განრიგში. აღსანიშნავია ამ გაკვეთილების მოქნილი გრაფიკიც, რაც სრულიად ამარტივებს საქმეს. აღარ გვიწევს ინდივიდუალურ გაკვეთილებზე გაქცევა-გამოქცევა, არც საგზაო მოძრაობაზე ფიქრი - სწავლა მიმდინარეობს კომფორტულად ჩვენს სახლში.

მაგრამ ყველაზე მთავარი ამ გაკვეთილებში მაინც არის არაჩვეულებრივი მასწავლებელი, ვისაც ჩვენი ბავშვები ეთაყვანებიან. მარის აქვს უნიკალური უნარი, სწავლა გახადოს სახალისო და საინტერესო. მისი ენთუზიაზმი გადამდებია, ის ენას აცოცხლებს თამაშებით, სიმღერებითა და ინტერაქტიული აქტივობებით. ჩვენი ბავშვები მოუთმენლად ელიან თავიანთ გაკვეთილებს ყოველ კვირას და ეს თავისთავად ადასტურებს მასწავლებლის უნარებს.

ჩვენ გაოგნებული დავრჩით, თუ რამდენად სწრაფად წავიდნენ წინ ჩვენი შვილები ფრანგულ ენაში. ისინი მარტივი მისალმებიდან გადავიდნენ წინადადებების აგებაზე და მარტივ დონეზე საუბარზეც კი. წარმოუდგენელია თუ როგორ იზრდება მათი თავდაჯერებულობა ყოველ გაკვეთილზე.

გარდა ამისა, ეს ონლაინ პლატფორმა გვაწვდის უამრავ რესურსს და მასალას, რაც სრულყოფს ამ გაკვეთილებს. ჩვენ შეგვიძლია მარტივად გადავიმეოროთ განვლილი მასალა. ცოდნის ასეთი განმტკიცება მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვებს ენის სწავლაში.

მოკლედ, ჩვენ მთელი გულით გირჩევთ ამ ონლაინ გაკვეთილებს
ბავშვებისთვის ფრანგულ ენაში. რომლებიც გვთავაზობს კომფორტს, ფანტასტიკურ მასწავლებელს, სახალისო მასალებს და, რაც მთავარია, საუკეთესო შედეგებს. ახალი ენის სწავლა არასოდეს ყოფილა ასეთი სასიამოვნო. ჩვენი ბავშვები ყოველდღე იღებენ ამ გაკვეთილებიდან სარგებელს. თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო გზას თუ როგორ ასწავლოთ თქვენს შვილებს ფრანგული ენა, ეს უდავოდ ის გზაა.

ჩვენ საოცრად კმაყოფილები ვართ ხორხესთან ესპანურის ონლაინ გაკვეთილების, რომლებსაც ჩვენი ორენოვანი ბავშვები იღებენ BingoSchool-ის პლატფორმაზე. ჩვენთვის, როგორც მშობლებითვის, რომლებიც აუცილებლად თვლიან, რომ ჩამოუყალიბონ შვილებს მულტიკულტურული იდენტობა, ეს გაკვეთილები ძალიან ფასეულია.

ორენოვანი ბავშვების აღზრდა სასიამოვნო, მაგრამ ზოგჯერ რთული პროცესია. ჩვენი შვილები უკვე თავისუფლად ფლობენ ინგლისურს, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდოდა, რომ მათ ესპანურ მემკვიდრეობასთან მჭიდრო კავშირი შეენარჩუნებინათ და უფრო განევითარებინათ თავიანთი ენობრივი უნარები. ესპანურის ონლაინ გაკვეთილები შესანიშნავი გამოსავალი აღმოჩნდა ამ მიზნების მისაღწევად.

ის, რაც ნამდვილად გამოარჩევს ამ ონლაინ გაკვეთილებს, არის სწავლების განსაკუთრებული ხარისხი. მასწავლებლები არა მხოლოდ ესპანურენოვნები არიან, არამედ გამოცდილი პედაგოგებიც, რომლებსაც ესმით ორენოვანი ბავშვებისთვის მეორე ენის სწავლების ნიუანსები. მათ გაკვეთილები დაგეგმეს ჩვენი ბავშვების უნიკალურ საჭიროებების გათვალისწინებით და თან მოახერეხეს, რომ შინაარსი ისევ მიმზიდველი და გამომწვევი ყოფილიყო.

ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვხედავთ ჩვენი შვილების პროგრესს ესპანურ ენაში. საოცარია მათი ტრანსფორმაცია: თავიდან ყოყმანობდნენ, ესაუბრათ თუ არა ესპანურად, ახლა კი თავისუფლად გამოხატავენ აზრს ამ ენაზე. გაკვეთილებმა არა მხოლოდ გააძლიერა მათი ენობრივი ცოდნა, არამედ გააღრმავა კავშირი მათ კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ონლაინ პლატფორმა გვთავაზობს რესურსების დიდ არჩევანს, რაც გვიადვილებს პრაქტიკას და გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის განმტკიცებას. ეს დამატებითი მხარდაჭერა ხელს უწყობს მათი ენის განვითარებას.

სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რომელიც მივიღეთ ბინგოს სკოლაში ორენოვანი ბავშვებისთვის შემოთავაზებულ იტალიურის გაკვეთილებზე ქიარასთან. როგორც ორი ორენოვანი ბავშვის მშობელმა, გადავწყვიტე გამეუმჯობესებინა მათი ენობრივი და კულტურული ცოდნა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ ბინგოს სკოლის მიერ შემოთავაზებული იტალიურის არაჩვეულებრივი გაკვეთილები.

პირველივე გაკვეთილიდან ცხადი იყო, რომ ეს სწავლება რაღაც განსაკუთრებული იყო. ბინგოს სკოლის მასწავლებლებს აქვთ შესანიშნავი უნარი შექმნან სახალისო და საინტერესო სასწავლო გარემო. მათ ესმით ორენოვანი ბავშვების უნიკალური საჭიროებები, რომელთა გათვალისწინებითაც ამზადებენ გაკვეთილებს.

რაც ამ გაკვეთილებს ნამდვილად გამოარჩევს, არის მათი ჰოლისტიკური მიდგომა, ანუ მოიცავს არა მარტო ენის ათვისებას, არამედ იტალიურ კულტურას, ისტორიას და ტრადიციებსაც. ჩემმა შვილებმა არა მხოლოდ გაიუმჯობესეს იტალიური ენის ცოდნა, არამედ სერიოზული პატივისცემით განიმსჭვალნენ მდიდარი იტალიური მემკვიდრეობის მიმართ.

სასწავლო პროგრამა საგულდაგულოდაა შექმნილი ბავშვების სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისა და ცოდნის დონეებისთვის, იქნებიან ნულიდან დამწყებები თუ იტალიურის გარკვეულ დონეზე მცოდნეები, ნებისმიერი იპოვის შესაფერის კლასს. გაკვეთილები არის ინტერაქტიული და მოიცავს თამაშებს, სიმღერებს და ამბების მოყოლას, რაც იტალიურის სწავლას საინტერესო თავგადასავალად აქცევს.

რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, არის ის პროგრესი, რომელიც ჩემმა შვილებმა განიცადეს. სულ რამდენიმე თვეში მათ შეძლეს ელემენტარული საუბრების გამართვა იტალიურად და მარტივი იტალიური ისტორიების გაგება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გაკვეთილებმა ძლიერი საფუძველი ჩაუყარა მათ მომავალ ენობრივ განვითარებას.

მიჭირს სათანადოდ გამოვხატო მადლიერება იმ დადებითი გავლენის გამო, რაც კიარასთან გავლილმა იტალიურის გაკვეთილებმა იქონია ჩემს შვილებზე. მათ არა მხოლოდ ახალი ენა შეისწავლეს, არამედ ისიც, თუ როგორ დააფასონ იტალიური კულტურის სილამაზე მთელი ცხოვრების მანძილზე. მე უაღრესად დიდ რეკომენდაციას ვუწევ ბინგოს სკოლას ნებისმიერი მშობლის მიმართ, რომელიც ცდილობს თავისი ორენოვანი ბავშვების ცხოვრების გამდიდრებას ხარისხიანი ენობრივი განათლების საშუალებით.

მოხარული ვართ გაგიზიაროთ ჩვენი პოზიტიური გამოცდილება, რომელიც მივიღეთ BingoSchool-ში თურქული ენის ონლაინ გაკვეთილებზე. ჩვენი გერმანულენოვანი ბავშვების განათლებაში ამ გაკვეთილებმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა, რადგანაც გაუხსნა მათ ახალი ჰორიზონტები და კულტურულ კავშირებზე წვდომა მისცა.

როგორც გერმანიაში მცხოვრები მულტიკულტურული ოჯახი, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ჩვენს შვილებს სამყაროს სრულყოფილად გაგება ვასწავლოთ. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო თურქულის, ჩვენს მემკვიდრეობასთან ღრმად გადაჯაჭვული ენის შესწავლა. თუმცა, ჩვენი შვილებისთვის შესაფერისი რესურსების პოვნა რთული იყო, სანამ არ აღმოვაჩინეთ თურქულის ეს ონლაინ გაკვეთილები.

ამ გაკვეთილების ონლაინ ფორმატი ნამდვილი შვებაა ჩვენი ოჯახისთვის. რადგანაც დატვირთული გრაფიკი და სხვადასხვა ვალდებულებები გვაქვს, გაკვეთილების მოსახერხებელ დროს დაგეგმვის მოქნილობამ დიდ შეღავათს გვაძლევს. აღარ გვჭირდება რამდენიმე ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი შვილები მაღალი ხარისხის განათლებას იღებენ სახლიდან გაუსვლელად და კომფორტულად.

თურქული ენის ონლაინ გაკვეთილების ერთ-ერთი გამორჩეული ასპექტი არის სწავლების განსაკუთრებული ხარისხი. მასწავლებლები არა მხოლოდ თურქულენოვნები არიან, არამედ გამოცდილი პედაგოგებიც, რომლებსაც ესმით უნიკალური გამოწვევები, რომლების წინაშეც შეიძლება აღმოჩნდნენ გერმანულენოვანი ბავშვები თურქულის სწავლისას. მათ ოსტატურად მოარგეს სასწავლო გეგმა ჩვენი ბავშვების ენის ცოდნის დონეს რომ გაკვეთილები სახალისო, ასაკის შესაბამისი და ეფექტური ყოფილიყო.

ჩვენს ბავშვებს გულწრფელად მოსწონთ თურქულის ონლაინ გაკვეთილები. მასწავლებლები იყენებენ ინტერაქტიულ აქტივობებს, მულტიმედია რესურსებს და სახალისო სავარჯიშოებს, რაც თურქულის სწავლას სასიამოვნო და დასამახსოვრებელს ხდის. ამ გაკვეთილებმა აღძრა ჩვენი ბავშვების გულწრფელი ინტერესი თურქული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების მიმართ, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს მათ ენობრივ გამოცდილებას.

ჩვენ აღფრთოვანებით ვადევნებთ თვალს ჩვენი შვილების პროგრესს თურქულ ენაში. თავიდან მარტივი ლექსიკის და ფრაზების სწავლით დაიწყეს, ახლა კი მათი ენობრივი უნარები ისე კარგად განვითარდა, რომ თავდაჯერებულად საუბრობენ თურქულად. ამ გაკვეთილებმა არა მხოლოდ ნათესავებთან ურთიერთობის საშუალება მისცა ჩვენს შვილებს და თურქულ მემკვიდრეობასთან დააკავშირა, არამედ გაუფართოვა მათ გლობალური ხედვა.

ბინგოს სკოლა გვთავაზობს არა მარტო მოქნილ და მოსახერხებელ გრაფიკს, რაც თანამედროვე ოჯახებს სჭირდება, არამედ მაღალი ხარისხის სწავლებასაც, რაც ხელს უწყობს თავისუფალ მეტყველებასა და კულტურული ცნობიერების ამაღლებას. ამ გაკვეთილებმა გაამდიდრა ჩვენი ბავშვების მოგზაურობა თურქული ენის სამყაროში. ჩვენ საოცრად კმაყოფილები ვართ შედეგებით.

ვერ გამოვხატავ თუ რამდენად მადლობელი ვარ პოლონურის ამ არაჩვეულებრივი ონლაინ გაკვეთილებისა, რომლებმაც ჩემს შვილებს პოლონური ენისა და კულტურის სამყარო გაუხსნა. დიდ ბრიტანეთში ცხოვრებისას, ჩვენთვის რთული აღმოჩნდა ჩვენი ბავშვებისთვის პოლონური ენის სწავლების ვარიანტების პოვნა. ტრადიციული ოფლაინ სკოლები ცოტა იყო და ის რამდენიმე, რომლებიც არსებობდა, არ იყო ადვილად მისადგომი. სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ ბინგოს სკოლა და ამან სრულიად შეგვიცვლა მდგომარეობა ჩვენს ოჯახს. მასწავლებელი, რადოსლავი, უბრალოდ ბრწყინვალეა!

წლების მანძილზე გვადარდებდა, რომ ვერ ვიპოვეთ ჩვენთან ახლოს პოლონურის გაკვეთილები. გვინდოდა, რომ ჩვენი შვილები არა მხოლოდ გასცნობოდნენ თავიანთ პოლონურ მემკვიდრეობას, არამედ შესძლებოდათ ურთიერთობა პოლონეთში მყოფ ახლო ნათესავებთან. ამაში გვიშველა ბინგოს სკოლამ. მან შემოგვთავაზა ყოვლისმომცველი ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც შესანიშნავად არის შექმნილი ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის.

ონლაინ სწავლა მაქსიმალურად მოხერხებულია. ჩვენი დატვირთული გრაფიკისა და ჩვენთან ახლოს პოლონურის სწავლების შეზღუდული არჩევანის ფონზე ეს გაკვეთილები ნამდვილი ხსნა იყო. ჩვენ აღარ გვჭირდებოდა ფიქრი ტრანსპორტზე ან ოფლაინ სკოლის პოვნაზე კვალიფიციური მასწავლებლებით. ვირტუალური გაკვეთილები უპრობლემოდ და საინტერესოდ მიმდინარეობდა, რაც საშუალებას აძლევდა ჩვენს შვილებს რომ კომფორტულად ესწავლათ სახლიდან გაუსვლელად.

ის, რაც ნამდვილად გამოარჩევს ამ ონლაინ გაკვეთილებს, არის სწავლების ხარისხი. მასწავლებლები არიან არა მხოლოდ მშობლიურ პოლონურ ენაზე მოსაუბრე პოლონელები, არამედ ბავშვებისთვის სწავლების ექსპერტებიც. მათ ესმით ის უნიკალური სირთულეები, რომლებსაც ინგლისურენოვანი ბავშვები აწყდებიან პოლონური ენის შესწავლისას და შეიმუშავეს სასწავლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ საჭიროებებს. გაკვეთილები არის ინტერაქტიული, სახალისო და ასაკის შესაბამისი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ჩართულები და სწავლაზე მონდომებულები.

ჩვენ ვხედავთ თუ რამდენად წარმოუდგენელი პროგრესი განიცადეს ჩვენმა ბავშვებმა პოლონურ ენაში. მათ ახლა შეუძლიათ თავდაჯერებულად ესაუბრონ ჩვენს პოლონელ ნათესავებს, წაიკითხონ პოლონური წიგნები და პოლონურ სატელევიზიო შოუებს და ფილმებსაც კი უყურონ. ეს იყო ტრანსფორმაციული მოგზაურობა, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ბინგოს სკოლის პოლონური ენის ონლაინ გაკვეთილების გარეშე.

ბინგოს სკოლის წყალობით, ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ ინარჩუნებენ თავიანთ კულტურულ ფესვებთან კავშირს, არამედ იფართოებენ ჰორიზონტს. თუ თქვენც დასწრებით სწავლის შეზღუდული არჩევანი გაქვთ, მე მთელი გულით გირჩევთ Bingo School-ს, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილებს პოლონური ენისა და კულტურული მოგზაურობის დაწყებაში.

მე და ჩემი ოჯახი წარმოუდგენლად მადლობელი ვართ უკრაინული ენის ონლაინ გაკვეთილებისა სოფიასთან, რომელიც ჩვენმა ორენოვანმა ბავშვებმა გაიარეს ბინგოს სკოლაში. მათ, რომლებსაც უკრაინულ ენაზე წერა-კითხვა უჭირდათ, ამ გაკვეთილების წყალობით საოცარ პროგრესს მიაღწიეს.

სანამ ამ პროგრამაში ჩავრთავდით, ჩვენს ბავშვებს უჭირდათ უკრაინული ენის სწავლა. იყო ორენოვანი უცხო ქვეყანაში რთულია. სკოლამ არ უზრუნველყო საკმარისი მხარდაჭერა უკრაინულის შესანარჩუნებლად. როგორც მშობლები, ვღელავდით, შეძლებდნენ თუ არა ეფექტურ კომუნიკაციას ბებია-ბაბუასთან და ნათესავებთან უკრაინაში.

მაგრამ პირველივე გაკვეთილმა დაგვარწმუნა, რომ ეს პროგრამა სრულიად განსხვავებული იყო. თავდადებულმა და მაღალკვალიფიციურმა მასწავლებლებმა არა მხოლოდ გააუმჯობესეს ჩვენი შვილების კითხვისა და წერის უნარები, არამედ ჩაუნერგეს ღრმა სიყვარული უკრაინული ენისა და კულტურის მიმართ. გაკვეთილები იყო საინტერესო, ასაკის შესაბამისი და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული.

ჩვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამდენად მომთმენი და გამამხნევებელნი იყვნენ მასწავლებლები. მათ შექმნეს მზრუნველი გარემო, სადაც ჩვენი შვილები თავს კომფორტულად გრძნობდნენ როცა შეცდომებს უშვებდნენ და ამ შეცდომებიდან სწავლობდნენ. ამ მიდგომამ არა მხოლოდ გაზარდა მათი თავდაჯერებულობა, არამედ დააჩქარა მათი პროგრესი.

დროთა განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ტრანსფორმაციას ჩვენი ბავშვების ენობრივ უნარებში. საგრძნობლად გაუუმჯობესდათ კითხვისა და წერის უნარები და დაიწყეს უფრო თავისუფლად გამოხატვა უკრაინულ ენაზე. ონლაინ ფორმატი მოსახერხებელი იყო დაგეგმვისას, რამაც გადაგვარჩინა ჩვენი დატვირთული ოჯახური ცხოვრების ფონზე.

ამ გაკვეთილების წყალობით, ჩვენი შვილები ახლა გამოირჩევიან ინგლისურშიც და უკრაინულ ენებშიც. მათ არა მხოლოდ ამოქაჩეს ენობრივი უნარები, არამედ იგრძნეს უფრო ღრმა კავშირი თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობასთან. ახლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მართლაც ორენოვნები არიან და ისინი ამაყად ურთიერთობენ უკრაინელ ნათესავებთან ისე, რომ სიხარული გვანიჭებენ.

ჩვენ მთელი გულით გირჩევთ უკრაინული ენის ამ ონლაინ გაკვეთილებს ორენოვანი ბავშვებისთვის. მათ სრულიად შეცვალეს ჩვენი ოჯახის ცხოვრება და დარწმუნებული ვართ, რომ იგივეს გააკეთებენ სხვებისთვისაც, ვინც ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი კულტურული და ენობრივი მემკვიდრეობა.

ვერ გამოვხატავ თუ რამდენად აღფრთოვანებული ვართ ჩინური ენის ონლაინ გაკვეთილებით, რომელსაც ჩვენი ფრანგი ბავშვები გადიან ონლაინ იაჰანთან. ისინი წარმოუდგენელი მოგზაურობაა ჩვენი ოჯახისთვის, ამ გაკვეთილებმა გაგვიხსნა ახალი ჰორიზონტები და გაგვამდიდრა კულტურულად და ენობრივად.

ჩვენ, როგორც მშობლებს, გვინდოდა, რომ ჩვენს შვილებს ჰქონოდათ შესაძლებლობა ესწავლათ ენა, რომელიც არა მხოლოდ რთული, არამედ უაღრესად ღირებულია დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში. ჩინური მანდარინი ენა დამღლელი ჩანდა, განსაკუთრებით პატარა მოსწავლეებისთვის, მაგრამ ამ ონლაინ პროგრამამ ის ხელმისაწვდომი და მიმზიდველი გახადა პირველივე დღიდან.

სწავლების ხარისხი განსაკუთრებულია. ჩვენი ბავშვების მასწავლებლებმა აჩვენეს, რომ ღრმად ესმით ის გამოწვევები, რომლების წინაშეც შეიძლება დადგნენ ფრანგი მოსწავლეები ჩინური ენის შესწავლისას. ეს მასწავლებლები იყვნენ მომთმენი, გამამხნევებელი და ეფექტური სწავლების მეთოდებით. მათ არა მხოლოდ ენობრივი უნარები შესძინეს ბავშვებს, არამედ აზიარეს ისინი საოცარ ჩინურ კულტურას, რამაც გამოიწვია ცნობისმოყვარეობა და მრავალფეროვნებისადმი პატივისცემა ჩვენს ბავშვებში.

ონლაინ ფორმატი შვებაა ჩვენთვის მოქნილი გრაფიკის გამო. ამგვარად, ჩვენს შვილებს შეუძლიათ ერთმანეთს შეუთავსონ რეგულარული სასკოლო დატვირთვა და კლასგარეშე აქტივობები. ონლაინ გაკვეთილები ისეთი ინტერაქტიულია, რომ ბავშვები მთლიანად ჩართულები არიან საწავლო პროცესში, ინდივიდუალური გაკვეთილები კი საშუალებას იძლევა პერსონალურად მიაქციოს მასწავლებელმა ბავშვს ყურადღება და სწრაფად მიაღწიონ პროგრესს.

როცა ვხედავთ როგორ საუბრობენ, კითხულობენ და წერენ ჩვენი შვილები ჩინურად, ჩვენს ოჯახს უდიდესი სიამაყე და სიხარული გვეუფლება. ამ გაკვეთილებმა გაუფართოვა მათ მსოფლმხედველობა და მისცა უნიკალური შესაძლებლობები მომავლისათვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უნარები, რომლებსაც ისინი ახლა იძენენ, ძალიან გამოადგებათ აკადემიურ და პროფესიულ ცხოვრებაში.
ჩვენ უაღრესად დიდ რეკომენდაციას ვუწევთ ამ ჩინურის ონლაინ გაკვეთილებს, რომლებიც განკუთვნილია ფრანგი ბავშვებისთვის. ნებისმიერი მშობელისთვის, რომელიც ცდილობს შვილებს შეუქმნას ძლიერი საფუძველი მანდარინ ენაზე, ეს არის ინვესტიცია ბავშვების მომავალში, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ მრავალგვარად დაფასდება.

მადლობა თქვენს თავდადებულ გუნდს, რომელიც ამ გაკვეთილების მიღმა დგას ამ შესანიშნავი მოგზაურობისთვის. ჩვენი შვილები მხოლოდ ენას არ სწავლობენ; ისინი იწყებენ უწყვეტ თავგადასავალს სამყაროს შესაცნობად და მასთან დასაკავშირებლად.

ხშირად დასმული შეკითხვები

FAQ
ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელი არის გამოცდილი პროფესიონალი, სპეციალიზებული განათლებითა და მრავალწლიანი გამოცდილებით ორენოვანი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის ენების სწავლებაში. ყველა ინსტრუქტორმა უნდა გაიაროს შერჩევის მკაცრი პროცესი, რომელიც მოიცავს გასაუბრებას და რამდენიმე საცდელი გაკვეთილის ჩატარებას პირადად სკოლის დირექტორთან. აღსანიშნავია, რომ „ბინგოს“ დირექტორი თავად არის უცხო ენების მასწავლებელი, ფლობს რამდენიმე ენას და აქვს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი მასწავლებლების რეზიუმეები. სიამოვნებით მოგაწვდით დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს ჩვენი პედაგოგიური პერსონალის განათლების დონეს და გამოცდილებას!
სკოლა „ბინგო“ არის სკოლის the Language Life school ფილიალი (www.languagelifeschool.com). ეს უკანასკნელი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და უცხო ენების ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ სკოლაა. ჩვენ მიმართ ფაქტობრივად არასდროს ყოფილა მსგავსი პრეტენზია. გადახდის სქემა ძალიან მარტივია: თქვენ გადმორიცხავთ ფულს პირდაპირ სკოლაში და ჩვენ თვითონ ვუხდით მასწავლებლებს. გარდა ამისა, თუ გირჩევნიათ, შეიძლება გადაიხადოთ ცალ-ცალკე ყოველი გაკვეთილის შემდეგ, რაც უზრუნველყოფს აღრიცხვის სიზუსტესა და თქვენი გადახდის უსაფრთხოებას. თქვენი მოთხოვნისამებრ ასევე შეგვიძლია მოგაწოდოთ ჩვენს ანგარიშზე თანხის გადმორიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
პირველ რიგში, თქვენ რეგისტრირდებით თქვენს მიერ არჩეულ კურსზე. შემდეგ ჩვენ გამოგიგზავნით ყველა აუცილებელ ინფორმაციას გაკვეთილების შესახებ და ასევე მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც შეგიძლიათ პირდაპირ დაუკავშირდეთ. გაკვეთილის შემდეგ თქვენ კვლავ გვიკავშირდებით გადახდის განსახორციელებლად. მასწავლებელთან კომუნიკაცია არასდროს ხდება სკოლის მენეჯერის მეშვეობით. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ უშუალოდ დაუკავშირდეთ მასწავლებელს გაკვეთილების ორგანიზებასთან, განრიგთან, სასწავლო მასალასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენი გაკვეთილები ისწავლება ორენოვანი ბავშვებისთვის განკუთვნილი საუკეთესო მასალების უახლესი გამოცემების გამოყენებით, ასევე ბავშვებში ორენოვნების შემსწავლელი სპეციალისტების მიერ შექმნილი დამატებითი მასალებით. ჩვენი მასწავლებლები ქმნიან საკუთარ მასალებს და იყენებენ სხვადასხვა ონლაინ რესურსებს გაკვეთილებისთვის.
ვირტუალური დაფა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ონლაინ გაკვეთილებისთვის. გაკვეთილის მსვლელობისას თქვენ და თქვენი მასწავლებელი ქმნით ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ამ გაკვეთილზე განვლილ მასალას, რომელიც მოგვიანებით ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ. ჩვენ ასევე ვიყენებთ სპეციალურ სერვისებს სურათების, გონებრივი რუკების, სიტყვების ღრუბლების (word clouds) და სხვა ინფოგრაფიკის შესაქმნელად, ასევე აუდიოს და ვიდეოს ჩასაწერად.
სკოლის დირექტორი და მისი მუშაობის მთავარი წარმმართველია იულია ამლინსკაია. მას აქვს უცხო ენების Zoom-ისა და Skype-ის საშუალებით სწავლების დიდი გამოცდილება და ის ასევე არის უცხო ენების ონლაინ სკოლების დამფუძნებელი.
„ბინგო“ იყენებს ფასების მოქნილ და ლოგიკურ სისტემას. თითოეული გაკვეთილის ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ გაკვეთილს შეიძენთ და რა პროგრამას აარჩევთ. გვაქვს ორნაირი კურსები: სტანდარტული და სპეციალიზებული. რეგულარულ კლიენტებს ვთავაზობთ ფასდაკლებას. პირველი გაკვეთილი (30 წუთი) ითვლება საცდელ გაკვეთილად და უფასოა (ის არ მოიცავს ენის დონის დასადგენ ტესტირებას ან მშობლებთან ინდივიდუალურ კონსულტაციას). სურვილის შემთხვევაში, გადახდა შეიძლება განხორციელდეს ყოველი გაკვეთილის შემდეგ.
მოგვმართეთ